კონფერენციის შესახებ
მიზანი: ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობა და გაზიარება მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.
სამიზნე ჯგუფი: მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის ინფორმაციული მენეჯერები, ისტ ტრენერები, ისტ კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, ისტ და განათლების ექსპერტები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.
კონფერენციის ძირითადი აქტივობები:
- პარალელური სესიები საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ;
- მოწვეული ექსპერტების მოხსენებები საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ;
- პლენარული სესიები საქართველოსა და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ;
- ექსპერტების სესიები უახლესი გაჯეტების, ვიჯეტებისა და პროგრამების შესახებ განათლებაში;
- ტექნოლოგიების სემინარები საკლასო ოთახში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გზებზე;
- ტექნოლოგიების გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით;
- პოსტერების სესია ინოვაციური პროექტებისა და სკოლაში ტექნოლოგიების დანერგვის გამოცდილების სადემონსტრაციოდ;
- სასკოლო ვიზიტი ისტ-ის დანერგვის საუკეტესო პრაქტიკის მაგალითის დემონსტრირებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით;
- საიტი კონფერენციისთვის, სადაც მონაწილეები დარეგისტრირებას, ასევე კონფერენციის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით მართვას შეძლებენ პირადი გვერდების გამოყენებით.
საკონფერენციო თემები
- სწავლა-სწავლება ციფრულ ერაში
- საუკეთესო გამოცდილების მაგალითები სწავლა-სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენებაში
- დაგეგმვა, შეფასება და პერსონალის ხელშეწყობა ისტ-ის დახმარებით
- პროფესიული განვითარება
- ისტ სტანდარტების ინტეგრირება და ისტ-ის დანერგვის სტრატეგიები სკოლაში
- მენეჯმენტი და ლიდერობა ისტ-ის დახმარებით
- კვლევები სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენებაზე
- ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა სკოლაში
- სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში - მიმართულება მოიცავს ტენოლოგიების სასწავლო გარემოში ინტეგრირების ნებისმიერ ასპექტს, ინოვაციურ მიდგომებს, მიმდინარე ტენდენციებს, სწავლა-სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო გამოცდილების მაგალითებს, ისტ სტანდარტების ინტეგრირებისა და სკოლაში ისტ-ის დანერგვის სტრატეგიებს და ა.შ.
- პროფესიული განვითარება - მოიცავს მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციისა თუ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული სხვა პირების უნარების განვითარებას, ციფრული ეპოქის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად.
- მენეჯმენტი და ლიდერობა ისტ-ის დახმარებით - მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებში ტექნოლოგიების როლის შესახებ ხედვის ჩამოყალიბებასა და განვითარებას სხვადასხვა დონეზე; საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, შეფასებასა და პერსონალის ხელშეწყობას ისტ-ის დახმარებით.
- კვლევები სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენებაზე - მოიცავს კვლევებს საგანმანათლებლო სივრცეში ტექნოლოგიების ინტეგრირების შესახებ.
- ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა - მოიცავს იმ ტექნოლოგიების, რესურსებისა და სტრატეგიების გაცნობას, რომელიც საჭიროა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისა და ადმინისტრირებისთვის.