მონაწილეებისთვის

კონფერენციის მონაწილედ დარეგისტრირება ფასიანია და 20 ლარს შეადგენს. კონფერენციაზე რეგისტრაცია სულ 250 ადამიანს შეუძლია. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მონაწილე სისტემაში დარეგისტრირებას ვეღარ შეძლებს. იჩქარეთ და დარეგისტრირდით, რომ მიიღოთ ადგილი საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაზე.


მონაწილის პაკეტი მოიცავს:
-    სესიებზე, ტექნოლოგიების გამოფენასა და პოსტერების სესიაზე დასწრებას.
-    კვებას: სადილი და ყავა/ჩაის შესვენება 21, 22 და 23 ნოემბერს.
-    გალა ვახშამზე დასასწრებ მოსაწვევს, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართება.
-    სასაჩუქრე ჩანთას კონფერენციის ლოგოიანი მაისურით, ბლოკნოტით, პასტით, ფლეშ-მეხსიერებით, წიგნის სანიშნეებითა და ფლაერით.
-    მონაწილეობას კონფერენციის განმავლობაში ორგანიზებულ კონკურსებში სხვადასხვა სახალისო პრიზების მოსაგებად.
-    პირად სივრცეს “მონაწილის პროფილს” კონფერენციის საიტზე, საიდანაც მარტივად შეძლებთ სასურველი სესიების მოძიებას და დამატებას, კონფერენციისთვის პირადი კალენდარის შედგენას შერჩეული სესიების მიხედვით, კონფერენციასთან დაკავშირებული სიახლეების მიღებას შეტყობინებების სახით, პირადი პროფილის მართვას.