მომხსენებლებისთვის

მომხსენებლის პაკეტი მოიცავს:

  • მინიპლანშეტს საჩუქრის სახით, მხოლოდ იმ მასწავლებლებისთვის, ვისი დარეგისტრირებული სესიებიც კონფერენციაზე წარსადგენად შეირჩევა. ამასთან, ეს ეხება მხოლოდ ძირითად მომხსენებელს (და არა თანამომხსენებელს).

  • სხვა სესიებზე, ტექნოლოგიების გამოფენასა და პოსტერების სესიაზე დასწრებას.

  • კვებას: სადილი და ყავა/ჩაის შესვენება 21, 22 და 23 ნოემბერს.

  • გალა ვახშამზე დასასწრებ მოსაწვევს, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართება.

  • სასაჩუქრე ჩანთას კონფერენციის ლოგოიანი მაისურით, ბლოკნოტით, პასტით, ფლეშ-მეხსიერებით, წიგნის სანიშნეებითა და ფლაერით.

  • მონაწილეობას კონფერენციის განმავლობაში ორგანიზებულ კონკურსებში სხვადასხვა სახალისო პრიზების მოსაგებად.

  • პირად სივრცეს - “მომხსენებლის პროფილს” - კონფერენციის საიტზე, საიდანაც მარტივად შეუძლია მართოს პირადი სესიები, მოძებნოს და შეარჩიოს სასურველი სესიები, დაამატოს და შეადგინოს პირადი კალენდარი, მიიღოს კონფერენციასთან დაკავშირებული სიახლეები შეტყობინებების სახით, მართოს პირადი პროფილი.


განაცხადის შევსება: დაინტერესებულმა პირებმა, ვისაც მოხსენებით გამოსვლის ან სესიის ჩატარების სურვილი აქვს ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიაროს მომხსენებლის სტატუსით 15 ოქტომბრამდე (23:59 სთ). სტატუსის შერჩევა ონლაინ რეგიტრაციის ფორმაში ჩამოსაშლელი მენიუდანაა შესაძლებელი.

მომხსენებლის განაცხადის შეფასება: გაითვალისწინეთ, მომხსენებლად დარეგისტრირება ავტომატურად არ განიჭებთ კონფერენციის მომხსენებლის სტატუსს. დარეგისტრირებულ განაცხადებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების კომისია განიხილავს და შეარჩევს მათ შორის ისეთს, რომლებიც ყველაზე მეტად პასუხობს კონფერენციის შინაარს და ფორმატს.

იმისათვის რომ თქვენი განაცხადი კონკურენტუნარიანი იყოს გთხოვთ, ყურადღებით დაგეგმეთ რამდენად პასუხობს თქვენი თემა კონფერენციის თემატურ მიმართულებებს, ვინ იქნება თქვენი აუდიტორია და რამდენად პასუხობთ მათ ინტერესებს, რამდენად გეხმარებათ სესიის შერჩეული ფორმატი დაგეგმილი შედეგების მიღწევაში.

შერჩეული განაცხადი ღია იქნება საიტზე - განაცხადები, რომლებმაც წარმატებით გაიარა მოდერაცია, და შეირჩა კონფერენციის პროგრამისთვის, ხელმისაწვდომი იქნება საიტზე. ამგვარად, მონაწილეები შეძლებენ შეარჩიონ პარალელურ რეჟიმში მიმდინარე სესიებიდან ის სესია, რომელიც მათ საჭიროებებს და ინტერესებს პასუხობს. მეორე მხრივ, კი  დაეხმარება ორგანიზატორებს ზუსტად განსაზღვრონ რა ტექნიკური თუ სხვა სახის დახმარება დაგჭირდებათ დაგეგმილი სესიის ეფექტურად განსახორციელებლად.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მომხსენებლის განაცხადის შევსების გზამკვლევში.

განაცხადის სტატუსი - ყველა დარეგისტრირებული სესიის ავტორი არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა მიიღებს შეტყობინებას განაცხადის სტატუსის შესახებ, მიუხედავად იმისა განაცხადი შეირჩა თუ არა კონფერენციის პროგრამისთვის.

დამატებითი ტექნიკური ან სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა სესიისთვის - განაცხადის ფორმაში შესაბამის გრაფებში აღწერეთ საჭიროებები, რომლებიც სესიის ჩასატარებლად გჭირდებათ. კონფერენციის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას შესაძლებლობების ფარგლებში. დამატებით დაგიკავშირდებიან, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ სესიისთვის სასურველი გარემო.


სამუშაო შეხვედრა განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით - მასწავლებლის სახლში სამუშაო შეხვედრები ჩატარდება იმ პირებისთვის, ვისაც დამატებით კითხვები აქვთ ან დახმარება სჭირდება განაცხადის შევსებაში. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შესაძლებელია მასწავლებლებს არ ქონდეთ ონლაინ რეგისტრაციის გავლის გამოცდილება. ყველა დაინტერესებულ პირს ველით სამუშაო შეხვედრაზე. ინფორმაცია სამუშაო შეხვედრების შესახებ საიტის სიახლეებში განთავსდება.


მასტერკლასი ეფექტური სესიის დაგეგმვა/წარმართვაში - კონფერენციისთვის შერჩეული სესიების ავტორები მასტერ კლასს გაივლიან, რაც მათ დაეხმარებათ ეფექტური სესია დაგეგმონ და წარმართონ. ორგანიზატორები ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაუკავშირდებიან შერჩეულ მომხსენებლებს და ზუსტ დეტალებს შეატყობინებენ.


პოსტერების მომზადება - პოსტერების სესიის მომზადებისა და პოსტერის წარმოდგენის ფორმასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე დასწრებას შეძლებენ ის პირები, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს, როგორც მომხსენებლებმა და განაცხადის გრაფაში „სესიის ფორმატი“ ჩამოსაშლელი მენიუდან შეარჩიეს „პოსტერების სესია“. დამატებით ინფორმაციას სამუშაო შეხვედრის შესახებ დარეგისტრირებული პირები ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.


ედმოდოს ჯგუფები - კონფერენციის ყველა სესიისთვის ინდივიდუალური ვირტუალური ჯგუფები შეიქმნება edmodo.com-ზე. ჯგუფის ვირტუალურ ლაბორატორიაში მონაწილეები ატვირთავენ სესიის დამხმარე მასალას, და შეძლებენ სესიის მონაწილეებთან კომუნიკაციას. ედმოდოს ჯგუფის შექმნას კონფერენციის ავტორები უზრუნველყოფენ.


მონაწილეობა კონფერენციის სხვა აქტივობებში -  მომხსენებლად რეგისტრაცია ავტომატურად გულისხმობს, რომ შეგიძლიათ სხვა სესიებს, ასევე გამოფენას და პოსტერების სესიას დაესწროთ, როგორც მონაწილე.  ამისათვის მომხსენებლის პროფილიდან, “სესიების განრიგში” შეარჩიეთ საინტერესო სესიები და დააწექით “მონაწილეობის” ღილაკს. იმ შემთხვევასი თუ სესიას წარმატებით დაემატეთ, სესია “პირად კალენდარში” გამოჩნდება.

საცხოვრებელი სივრცით უზრუნველყოფა - კონფერენცია არ ითვალისწინებს კონფერენციის მომხსენებლების საცხოვრებელი სივრცით უზრუნველყოფას.

კვება - კონფერენციის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება სადილი და ყავა/ჩაის შესვენება 21, 22 და 23 ნოემბერს. დამატებით, 22 ნოემბერს გალა სადილზე მოპატიჟებული იქნება ყველა მონაწილე. გალა სადილზე მოწვეული სტუმრები სიტყვით გამოვლენ, ასევე სახალისო კონკურსები იქნება ორგანიზებული შესაბამისი პრიზებით დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად.