ხშირად დასმული კითხვები
- სად განვათავსო ჩემი განაცხადი?
განაცხადი უნდა შეივსოს ონლაინ რეჟიმში, კონფერენციის საიტზე www.getc.ge. რეგისტრაციის ფორმაში, მონაწილეობის სტატუსში ჩამოსაშლელი მენიუდან შეარჩიეთ „მომხსენებელი“. სისტემა ავტომატურად გამოიტანს ეკრანზე გრაფებს, რომელიც მომხსენებელმა უნდა შეავსოს.
- რა მოხდება თუ განაცხადის შევსების დასრულება ვერ მოვახერხე პირველივე ჯერზე?
იმ შემთხვევაში თუ განაცხადის შევსება პირველივე ჯერზე ვერ დაასრულეთ, სისტემა საშუალებას გაძლევთ შევსებული ნაწილი შეინახოთ და მოგვიანებით განაგრძოთ მუშაობა. შეტყობინება განაცხადის დასრულების თხოვნის შესახებ რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ. განაცხადის დასასრულებლად შეგიძლიათ ელექტრონულ წერილში მითითებულ ლინკს მიყვეთ, ან საიტზე გაიაროთ ავტორიზაცია, როგორც დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა (უკვე არსებული მომხმარებლის სახელითა და პაროლით) და განაგრძოთ განაცხადზე მუშაობა.
- საიტზე დარეგისტრირება აუცილებელია განაცხადის შესავსებად?
დიახ, საიტზე დარეგისტრირება აუცილებელია. გახსენით კონფერენციის საიტი www.getc.ge და შეარჩიეთ მენიუ „რეგისტრაცია“. გრაფაში “მონაწილეობის სტატუსი“ ჩამოსაშლელი მენიუდან შეარჩიეთ „მომხსენებელი“. სისტემა ავტომატურად გამოიტანს ეკრანზე გრაფებს, რომელიც მომხსენებელმა უნდა შეავსოს.
- კონფერენციის მოსაკრებელის თანხა უნდა გადაიხადოს თუ არა პირმა, რომელიც მომხსენებლად აპირებს დარეგისტრირებას?
არა, მომხსენებელი კონფერენციის მოსაკრებლის თანხას არ გადაიხდის, თუ შეფასების კომისიამ მისი თემა შეარჩია კონფერენციისთვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი მომხსენებლად არ იქნება შერჩეული, მას შეუძლია დარეგისტრირდეს როგორც კონფერენციის მონაწილე. კონფერენციის მონაწილე მოსაკრებელს იხდის.
- შემიძლია თუ არა ერთზე მეტი განაცხადის გამოგზავნა?
შეგიძლიათ რამდენიმე განაცხადი გამოგზავნოთ, თუმცა მხოლოდ ერთი იქნება შერჩეული კონფერენციაზე მოხსენებისთვის.
- როდის არის მომხსენებლის განაცხადის შევსების ბოლო ვადა?
მომხსენებელს განაცხადის შევსება შეუძლია 2014 წლის 5 ოქტომბერამდე (23:59 წთ.). ვადის ამოწურვის შემდეგ საიტზე განაცხადის ატვირთვა შესაძლებელი აღარ იქნება.
- როგორ გავიგო ჩემი განაცხადი შეფასების კომისიამ მოიწონა თუ არა?
კონფერენციის ორგანიზატორები რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შეგატყობინებენ პრეზენტაცია შერჩეულია თუ არა კონფერენციისთვის, არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა, 2014 წ.
- უფრო მეტად რა თემებს მიეცემა უპირატესობა კონფერენციაზე?
ნებისმიერი თემა საინტერესო იქნება, რომელიც საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდეცნიებს ასახავს და კონფერენციის 5 თემატური მიმართულებებიდან ერთ-ერთს პასუხობს. ეს მიმართულებებია:
1. სწავლა და სწავლება ციფრულ ეპოქაში
2. მენეჯმენტი და ლიდერობა ისტ-ის დახმარებით
3. პროფესიული განვითარება
4. კვლევები სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენებაზე
5. ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა
- რა ფორმით წარმოვადგინო ჩემი მოხსენება კონფერენციაზე?
შერჩეული თემის წარმოსადგენად უნდა შეარჩიოთ ერთ-ერთი ფორმატი:
- ლექცია - მოხსენებას ტრადიციული ლექციის სახით წარმოადგენთ. სასურველია ლექციისთვის გამოყოთ 30 ან 35 წთ, და კითხვა-პასუხის ნაწილს 10-15 წთ. დაუთმოთ. სულ სესიას 45 წუთი დაეთმობა.
- პლენარული სესია - გაითვალისწინეთ, რომ სესიას უნდა ყავდეს ერთი მოდერატორი და 2 ან 3 პანელისტი. სასურველია, თითოეული მომხსენებლის გამოსვლას 10-15 წუთი დაუთმოთ, და მონაწილეებთან ინტერაქციისთვის ბოლო 10-15 წუთი დაიტოვოთ. სულ სესიას 45 წუთი დაეთმობა.
- პრეზენტაცია - მომხსენებელი მონაწილეებს გააცნობს სპეციფიურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს და/ან ინსტრუმენტებს, რომელიც სხვადასხვა სასწავლო ამოცანის გადაჭრას ემსახურება მიზნად. სულ სესიას 45 წუთი დაეთმობა.
- პოსტერების სესია - პოსტერების სესია 21 ნოემბერს საღამოს 5-დან 7 სთ-მდე გაიმართება სპეციალურად გამოყოფილ საგამოფენო დარბაზში. პოსტერის ავტორს შეუძლია სკოლის ან ცალკეული მასწავლებლისა თუ წარმატებული პროექტის შესახებ წარმოადგინოს ინფორმაცია. პოსტერების სესია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენას და გაზიარებას ისახავს მიზნად. სესია იმგვარად იქნება მოწყობილი რომ ავტორს მონაწილეებთან პირისპირ ან მცირე ჯგუფებში შეეძლოს ინტერაქცია.
პოსტერების სესიის მომზადებისა და პოსტერების წარმოდგენის ფორმასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლში სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელზე დასწრებასაც შეძლებენ ავტორობის მსურველები.
- ტექნოლოგიების სესია „მოიტანე შენი საკუთარი მოწყობილობა“ (BYOD – Bring your own device) – სესია პრაქტიკულ სამუშაოს მოიცავს კომპიუტერულ მოწყობილობებთან. მონაწილეები პირადი სმარტფონით, პლანშეტური კომპიუტერითა და ლებტოპებით შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სესიაში და ადგილზე პრაქტიკულად შეასრულო დავალებები.
- მსურს მონაწილეობა მივიღო პოსტერების სესიაში, სად შეიძლება მივიღო ინფორმაცია პოსტერის წარმოდგენის ფორმასთან დაკავშირებით?
პოსტერების სესიის მომზადებისა და პოსტერის წარმოდგენის ფორმასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე დასწრებას შეძლებენ ის პირები, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს, როგორც მომხსენებლებმა და განაცხადის გრაფაში „სესიის ფორმატი“ ჩამოსაშლელი მენიუდან შეარჩიეს „პოსტერების სესია“. დამატებით ინფორმაციას სამუშაო შეხვედრის შესახებ დარეგისტრირებული პირები ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.
პოსტერების სესია 21 ნოემბერს საღამოს 5-დან 7 სთ-მდე გაიმართება სპეციალურად გამოყოფილ საგამოფენო დარბაზში. პოსტერის ავტორს შეუძლია სკოლის ან ცალკეული მასწავლებლისა თუ წარმატებული პროექტის შესახებ წარმოადგინოს ინფორმაცია. პოსტერების სესია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენას და გაზიარებას ისახავს მიზნად. სესია იმგვარად იქნება მოწყობილი რომ ავტორს მონაწილეებთან პირისპირ ან მცირე ჯგუფებში შეეძლოს ინტერაქცია.
- როგორ შეფასდება ჩემი მოხსენება?
განაცხადებს სპეციალურად შექმნილი შეფასების კომისია შეაფასებს. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება:
- თემის მიზნობრიობა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ჭრილში
- თემის საგანმანათლებლო მნიშვნელობა და შესაბამისობა კონფერენციის მიმართულებებთან
- ტექნოლოგიების გამოყენების მიზნობრიობა
- წარმოდგენილი იდეის/ინფორმაციის/მოდელის პრაქტიკაში დანერგვისა და გავრცელების შესაძლებლობა
- მომხსენებლის ცოდნა და გამოცდილება თემასთან მიმართებაში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდით ......