კონფერენციის შესახებ
მიზანი და ამოცანები
საქართველო საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მიმდინარე, კონფერენცია მიზნად ისახავს კომპანიების, უნივერსიტეტების, სკოლებისა თუ სხვა საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების ერთ სივრცეში თავმოყრას. კონფერენციის ფარგლებში მათ შესაძლებლობა მიეცემათ, საზოგადოებას გაუზიარონ ისტ-ის გამოყენების პრაქტიკა და სკოლებში პოზიტიური ცვლილებების დანერგვის შესაძლებლობები.
კონფერენცია ჩატარდება ერთიან სივრცეში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზარზე არსებული კომპანიები, სკოლები, უნივერსიტეტები და სხვა ორგანიზაციები იმ შესაძლებლობების დემონსტრირებას მოახდენენ, რომლებსაც ტექნოლოგიები განათლების სფეროს სთავაზობს.
კონფერენციის თემატური მიმართულებები
კონფერენციაზე, როგორც საგამოფენო ისე სასესიო ფორმატში, რესურსები წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემატური მიმართულებების მიხედვით:
- სასწავლო გეგმა და ელექტრონული სასწავლო რესურსები - მოიცავს ისტ სტანდარტების ინტეგრირებისა და სკოლაში ისტ-ის დანერგვის სტრატეგიებს, სწავლა-სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო გამოცდილების მაგალითებს;
- სკოლის მართვა ისტ-ის დახმარებით - მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებში ტექნოლოგიების როლის შესახებ ხედვის ჩამოყალიბებასა და განვითარებას სხვადასხვა დონეზე;
- სასწავლო პროცესის დაგეგმვა და შეფასება ისტ-ის დახმარებით - მოიცავს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, შეფასებასა და პერსონალის ხელშეწყობას ისტ-ის დახმარებით;
- ონლაინ პროფესიული განვითარება და სწავლების მართვის სისტემები - მოიცავს მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციისა თუ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული სხვა პირების უნარების განვითარებას ციფრული ეპოქის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად;
- სოციალური მედია განათლებაში - მოიცავს განათლებაში სოციალური მედიის როლს და გამოყენებას, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში;
- მობილური სასწავლო ინსტრუმენტები/აპლიკაციები - მოიცავს მობილურით სწავლების მეთოდებისა და აპლიკაციების გაცნობასა და გამოყენებას სხვადასხვა დონეზე;
- მულტიმედია ტექნოლოგია - მოიცავს მულტიმედია ტექნოლოგიების სასწავლო გარემოში ინტეგრირების ნებისმიერ ასპექტს, ინოვაციურ მიდგომებს, მიმდინარე ტენდენციებს;
- კიბერუსაფრთხოება და რისკების მართვა - მოიცავს კიბერუსაფრთხო გარემოს შექმნას საგანმანათლებლო პროცესში;
- web 2.0 ტექნოლოგიები - მოიცავს web 2.0 ტექნოლოგიების სასწავლო გარემოში გამოყენების, რესურსების შექმნის პრაქტიკულ მაგალითებს;
- რობოტექნიკა და პროგრამირება - მოიცავს რობოტექნიკის და პროგრამირების დარგის საჭიროების გაცნობას და ინჟინერიის, რობოტიკისა და ელექტრონიკის მეცნიერებების პოპულარიზაციას;
- სკოლების IT ინფრასტრუქტურა - მოიცავს იმ ტექნოლოგიების, რესურსებისა და სტრატეგიების გაცნობას, რომელიც საჭიროა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისა და ადმინისტრირებისთვის.
კონფერენციის აქტივობები:
- ლექცია - ერთი ან რამდენიმე მომხსენებელი ატარებს ლექციას საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ;
- პანელი - ორი ან მეტი ექსპერტი გამოთქვამს მოსაზრებებს კონკრეტული თემისა და კითხვების გარშემო. პანელს უძღვება მოდერატორი;
- მულტიპრეზენტაცია - რამდენიმე მომხსენებელი ერთდროულად ატარებს კონკრეტული ინსტრუმენტის ან რესურსის პრეზენტაციას.
- ინტერაქტიური ლექცია - ლექცია კონკრეტული მოწყობილობ(ებ)ის გამოყენებით, რომელიც გულისხმობს პრაქტიკულ დემონსტრირებას;
- ტექნოლოგიების მასტერკლასი - პრაქტიკული, სასწავლო, ინტეგრირებული სემინარები კონკრეტული თემის შესახებ; საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციებისა და საკლასო ოთახში არსებული პრობლემების ტექნოლოგიური გადაჭრის გზებზე.
- მოიტანე შენი საკუთარი მოწყობილობა - BYOD - მონაწილეები, მოხსენების პარალელურად, საკუთარი მოწყობილობების საშუალებით ეცნობიან კონკრეტულ ინსტრუმენტებს და რესურსებს, იძენენ ახალ უნარებს;
- ექსპერიმენტი - ექსპერიმენტული გარემო და „თამაში“ ინტერაქტიული ტექნოლოგიებით, რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებისა და სწავლის განვითარებას;
- პოსტერპრეზენტაცია - მომხსენებელი აკეთებს პრეზენტაციას კონკრეტული პროექტების შესახებ მცირე ჯგუფთან, ინოვაციური პროექტებისა და ტექნოლოგიების დანერგვის გამოცდილების სადემონსტრაციოდ.
სამიზნე აუდიტორია
მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, IT მენეჯერები, სკოლის ინფორმაციული მენეჯერები, ისტ ტრენერები, IT კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები, სამინისტროებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების წარმომადგენლები.
კონფერენციის შედეგები
- მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ისტ-ის სასწავლო პროცესში გამოყენების უახლესი ტენდენციების და აქტიური ინსტრუმენტების შესახებ;
- მონაწილეები განავითარებენ ახალ სტრატეგიებს თუ როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში და უზრუნველყონ აქტიური სასწავლო გარემო;
- სკოლის ხელმძღვანელები ინფორმაციას მიიღებენ, როგორ შეიძლება მოსწავლეების სასწავლო შედეგების გაუმჯობესება ტექნოლოგიების საშუალებით, როგორ დანერგონ და ხელი შეუწყონ ციფრული კულტურის დამკვიდრებას სკოლაში;
- ისტ მენეჯერები მიიღებენ ინფორმაციას სკოლის ისტ ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ;
- უნივერსიტეტები მიიღებენ ინფორმაციას ციფრულ ერაში სწავლა-სწავლებისთვის საჭირო უნარების თაობაზე უახლესი მიმართულებებისა და ინიციატივების შესახებ;
- ორგანიზაციები, რომლებიც საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობენ, გააცნობენ მონაწილეებს თავიანთ ინსტრუმენტებს და ასევე უკუკავშირს მიიღებენ მასწავლებლებისგან, რა სჭირდებათ სასწავლო პროცესში;
- მთავრობისა და ისტ ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას სკოლის საჭიროებებისა და გამოწვევების, ისტ-ის საკლასო ოთახში გამოყენების უახლესი ტენდენციების, ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიებისა და მოდელების შესახებ;
- მონაწილეები ტექნოლოგიების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს გაუზიარებენ ერთმანეთს და მიიღებენ ინფორმაციას სიახლეების შესახებ;
- ექსპერტები ტექნოლოგიების სფეროში არსებულ სიახლეებს გააცნობენ მასწავლებლებს, ასევე მიიღებენ ინფორმაციას, რა ხდება საქართველოში ისტ-ის დანერგვის მხრივ, რაც პოპულარიზებას გაუწევს საგანმანათლებლო ისტ-ში მიმდინარე პროცესებს საქართველოში.