რატომ უნდა დარეგისტრირდეთ

ეძებთ ახალ გზებს, მეთოდებს ან თუნდაც ადამიანებს ინოვაციების მისაღებად ან საკუთარი მიგნებების გასაზიარებლად? გიტაცებთ სიახლეები, ექსპერიმენტები, ახალი შეხვედრები და მეგობრები პროფესიული ქსელებიდან? გსურთ სწავლისადმი ინტერესი, აღმოჩენების კეთების სურვილი და ცნობისმოყვარეობა გაუღვივოთ თქვენს მოსწავლეებს? მაშინ ეს კონფერენცია ზუსტად თქვენთვისაა. 

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია ერთ სივრცეში უყრის თავს სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ტექნოლოგიები და სჯერათ მისი განათლების სისტემაში დანერგვით გამოწვეული პოზიტიური ცვლილებების. 

კონფერენციაში მონაწილეობით თქვენ:  

  • მონაწილეობას მიიღებთ საგანამანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენაში სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით; 
  • ჩაერთვებით ინოვაციებით გაჯერებულ პროფესიულ სასწავლო გარემოში;
  • მოისმენთ ქართველი და უცხოელი მოწვეული ექსპერტების მოხსენებებს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციებისა და საგანმანათლებლო სივრცეში განპირობებული ცვლილებების შესახებ;
  • გაეცნობით უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს, აპლიკაციებს სასწავლო პრაქტიკაში დასანერგად;
  • გაეცნობით ინოვაციურ პროექტებსა და სკოლაში ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებულ გამოცდილებას პოსტერების სესიაზე;
  • გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ თქვენს ინტერესებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სწავლების შესახებ;