პროგრამის შესახებ
კონფერენციაზე, როგორც საგამოფენო ისე სასესიო ფორმატში, რესურსები წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემატური მიმართულებების მიხედვით:
- სასწავლო გეგმა და ელექტრონული სასწავლო რესურსები - მოიცავს ისტ სტანდარტების ინტეგრირებისა და სკოლაში ისტ-ის დანერგვის სტრატეგიებს, სწავლა-სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო გამოცდილების მაგალითებს;
- სკოლის მართვა ისტ-ის დახმარებით - მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებში ტექნოლოგიების როლის შესახებ ხედვის ჩამოყალიბებასა და განვითარებას სხვადასხვა დონეზე;
- სასწავლო პროცესის დაგეგმვა და შეფასება ისტ-ის დახმარებით - მოიცავს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, შეფასებასა და პერსონალის ხელშეწყობას ისტ-ის დახმარებით;
- ონლაინ პროფესიული განვითარება და სწავლების მართვის სისტემები - მოიცავს მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციისა თუ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული სხვა პირების უნარების განვითარებას ციფრული ეპოქის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად;
- სოციალური მედია განათლებაში - მოიცავს განათლებაში სოციალური მედიის როლს და გამოყენებას, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში;
- მობილური სასწავლო ინსტრუმენტები/აპლიკაციები - მოიცავს მობილურით სწავლების მეთოდებისა და აპლიკაციების გაცნობასა და გამოყენებას სხვადასხვა დონეზე;
- მულტიმედია ტექნოლოგია - მოიცავს მულტიმედია ტექნოლოგიების სასწავლო გარემოში ინტეგრირების ნებისმიერ ასპექტს, ინოვაციურ მიდგომებს, მიმდინარე ტენდენციებს;
- კიბერუსაფრთხოება და რისკების მართვა - მოიცავს კიბერუსაფრთხო გარემოს შექმნას საგანმანათლებლო პროცესში;
- web 2.0 ტექნოლოგიები - მოიცავს web 2.0 ტექნოლოგიების სასწავლო გარემოში გამოყენების, რესურსების შექმნის პრაქტიკულ მაგალითებს;
- რობოტექნიკა და პროგრამირება - მოიცავს რობოტექნიკის და პროგრამირების დარგის საჭიროების გაცნობას და ინჟინერიის, რობოტიკისა და ელექტრონიკის მეცნიერებების პოპულარიზაციას;
- სკოლების IT ინფრასტრუქტურა - მოიცავს იმ ტექნოლოგიების, რესურსებისა და სტრატეგიების გაცნობას, რომელიც საჭიროა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისა და ადმინისტრირებისთვის.