სიახლეები საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, დაგეგმილია ყოველწლიური, რიგით მეხუთე, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის ჩატარება. კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.

კონფერენციის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ - მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, IT მენეჯერები, სკოლის ინფორმაციული მენეჯერები, ისტ ტრენერები, ისტ კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, ისტ და განათლების ექსპერტები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლები. 

კონფერენციის განხორციელების თარიღი:  დეკემბერი.

 

სრული ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებსაიტზე: getc.ge


 

 


30.09.2018