დამატებითი მენიუ

სიახლეები

კონფერენციაზე მომხსენებლად რეგისტრაცია

კონფერენციაზე მომხსენებლად რეგისტრაცია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაზე მომხსენებელთა რეგისტრაციას 4 ოქტომბერს დაიწყებს. კონფერენცია თბილისში დეკემბრის თვეში გაიმართება.

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაზე მომხსენებლად გამოსვლის მსურველებს გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ საიტზე: http://getc.ge/ge/register   4 ოქტომბრიდან- 22 ოქტომბრის ჩათვლითრეგისტრაციის დროს უნდა ატვირთოთ თქვენი მოხსენების შინაარსი შაბლონის შესაბამისად. (რეგისტრაციის დროს ველში სესიის ფორმატი შეარჩიეთ რა ფორმატის მოხსენებას წარმოადგენთ: პოსტერ პრეზენტაციას, ლექციას თუ სხვა).

 

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის ფარგლებში ვეძებთ პრეზენტაციებს, რომლებიც:

  • წარმოაჩენს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელობას;
  • გაზრდის მონაწილეების ცოდნას ტექნოლოგიებსა და შესაბამის სასწავლო მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • ხელს შეუწყობს მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციაში საგანმანათლებლო ლიდერის უნარების განვითარებას;
  • მონაწილეებს გააცნობს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს ციფრული ეპოქის შესაბამისი სწავლების დანერგვისთვის;
  • პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე წარმოაჩენს თუ როგორ შეიძლება ისტ-ისა და საგნობრივი სტანდარტების მიღწევა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დახმარებით;
  • კონფერენციის მონაწილეებს საგანმანათლებლო სფეროში ტექნოლოგიების ინტეგრირების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ინსტრუმენტებს გააცნობს.
  • თემის მიზნობრიობა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ჭრილში
  • თემის საგანმანათლებლო მნიშვნელობა და შესაბამისობა კონფერენციის მიმართულებებთან
  • ტექნოლოგიების გამოყენების მიზნობრიობა
  • წარმოდგენილი იდეის/ინფორმაციის/მოდელის პრაქტიკაში დანერგვისა და გავრცელების შესაძლებლობა
  • მომხსენებლის ცოდნა და გამოცდილება თემასთან მიმართებაში. 

   წარმოდგენილ მოხსენებებს შეფასების კომისია განიხილავს და შეარჩევს მათ შორის ისეთებსრომლებიც ყველაზე მეტად პასუხობს შემდეგ კრიტერიუმებს 

 

  • თემის მიზნობრიობა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ჭრილში
  • თემის საგანმანათლებლო მნიშვნელობა და შესაბამისობა კონფერენციის მიმართულებებთან
  • ტექნოლოგიების გამოყენების მიზნობრიობა
  • წარმოდგენილი იდეის/ინფორმაციის/მოდელის პრაქტიკაში დანერგვისა და გავრცელების შესაძლებლობა
  • მომხსენებლის ცოდნა და გამოცდილება თემასთან მიმართებაში. 

 

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია მომხსენებლებისთვის -http://getc.ge/ge/momxseneblebistvis

01.10.2018

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს