სიახლეები კონფერენციაზე მომხსენებლად რეგისტრაცია
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაზე მომხსენებელთა რეგისტრაციას 4 ოქტომბერს დაიწყებს. კონფერენცია თბილისში დეკემბრის თვეში გაიმართება.
საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაზე მომხსენებლად გამოსვლის მსურველებს გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ საიტზე: http://getc.ge/ge/register 4 ოქტომბრიდან- 22 ოქტომბრის ჩათვლით. რეგისტრაციის დროს უნდა ატვირთოთ თქვენი მოხსენების შინაარსი შაბლონის შესაბამისად. (რეგისტრაციის დროს ველში სესიის ფორმატი შეარჩიეთ რა ფორმატის მოხსენებას წარმოადგენთ: პოსტერ პრეზენტაციას, ლექციას თუ სხვა).
საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის ფარგლებში ვეძებთ პრეზენტაციებს, რომლებიც:
- წარმოაჩენს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელობას;
- გაზრდის მონაწილეების ცოდნას ტექნოლოგიებსა და შესაბამის სასწავლო მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- ხელს შეუწყობს მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციაში საგანმანათლებლო ლიდერის უნარების განვითარებას;
- მონაწილეებს გააცნობს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს ციფრული ეპოქის შესაბამისი სწავლების დანერგვისთვის;
- პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე წარმოაჩენს თუ როგორ შეიძლება ისტ-ისა და საგნობრივი სტანდარტების მიღწევა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დახმარებით;
- კონფერენციის მონაწილეებს საგანმანათლებლო სფეროში ტექნოლოგიების ინტეგრირების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ინსტრუმენტებს გააცნობს.
- თემის მიზნობრიობა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ჭრილში
- თემის საგანმანათლებლო მნიშვნელობა და შესაბამისობა კონფერენციის მიმართულებებთან
- ტექნოლოგიების გამოყენების მიზნობრიობა
- წარმოდგენილი იდეის/ინფორმაციის/მოდელის პრაქტიკაში დანერგვისა და გავრცელების შესაძლებლობა
- მომხსენებლის ცოდნა და გამოცდილება თემასთან მიმართებაში.
წარმოდგენილ მოხსენებებს შეფასების კომისია განიხილავს და შეარჩევს მათ შორის ისეთებს, რომლებიც ყველაზე მეტად პასუხობს შემდეგ კრიტერიუმებს:
- თემის მიზნობრიობა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ჭრილში
- თემის საგანმანათლებლო მნიშვნელობა და შესაბამისობა კონფერენციის მიმართულებებთან
- ტექნოლოგიების გამოყენების მიზნობრიობა
- წარმოდგენილი იდეის/ინფორმაციის/მოდელის პრაქტიკაში დანერგვისა და გავრცელების შესაძლებლობა
- მომხსენებლის ცოდნა და გამოცდილება თემასთან მიმართებაში.
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია მომხსენებლებისთვის -http://getc.ge/ge/momxseneblebistvis
01.10.2018